1750017082
კათოლიკური ეკლესია 15 წლის ბიჭს, რომელიც 2006 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა, წმინდანად შერაცხავს - რა სასწაული უკავშირდება მის სახელს

პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ კარლო აკუტისის კანონიზაცია წმინდა პეტრეს მოედანზე 7 სექტემბერს გაიმართება. CNN-ის ცნობით, ის პირველი ადამიანი იქნება, რომელსაც მესამე ათასწლეულში წმინდანად შერაცხავენ.
აკუტისი 2006 წელს, ლეიკემიით, 15 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის აქტიურად უწევდა პოპულარიზაციას ქრისტიანობას ინტერნეტში: ქმნიდა ვებგვერდებს ეკლესიისთვის და სკოლისთვის, აგროვებდა ინფორმაციას სასწაულებზე სპეციალურ ონლაინ-პორტალზე. ამის გამო მას „ღვთის ინფლუენსერს“ ეძახდნენ. ახალგაზრდა კათოლიკეებს შორის ის რწმენისადმი თანამედროვე მიდგომის სიმბოლოდ იქცა. აკუტისი დიდ ბრიტანეთში დაიბადა, მაგრამ იტალიაში ცხოვრებდა.
კათოლიკური ეკლესიის წესების თანახმად, კანონიზაციისთვის სულ მცირე ორი აღიარებული სასწაულია საჭირო - სიცოცხლისა ან გარდაცვალების შემდეგ ადამიანმა უნდა ჩაიდინოს ქმედებები, რომლებსაც მეცნიერება ვერ ახსნის. აკუტისის შემთხვევაში ორივე სასწაული ოფიციალურად პაპმა ფრანცისკემ აღიარა.
პირველი სასწაული ბრაზილიელ ბიჭს უკავშირდება, რომელსაც იშვიათი დაავადება ჰქონდა, მაგრამ 2013 წელს, კარლოსადმი მიმართული ლოცვის შემდეგ ბავშვი მოულოდნელად გამოჯანმრთელდა.
მეორე შემთხვევა 2022 წელს, კოსტა-რიკელ გოგონას უკავშირდება. მან სერიოზული ტრავმა მიიღო, როდესაც ფლორენციაში ველოსიპედით გადაადგილდებოდა. მას შემდეგ, რაც გოგონას დედამ აკუტისის საფლავზე ილოცა, გოგონას მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. 10 დღეში ის საავადმყოფოდან გაწერეს, სამედიცინო კვლევამ კი ტრავმის კვალი ვერ აღმოაჩინა.