კატარის საგარეო უწყება: „ალ-უდეიდის“ საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა

ალ უდეიდი

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაჯედ ალ-ანსარის განცხადებით, დოჰას მახლობლად მდებარე „ალ-უდეიდის“ საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბაზა, სადაც ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული, წინასწარ იყო ევაკუირებული.

ალ-ანსარის თქმით, ირანის მიერ გაშვებული რაკეტები კატარის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ კატარი გმობს თავდასხმას.