ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
1749409244
კალიფორნიაში, ობოლ დათვის ბელზე დათვის ფორმაში გამოწყობილი მომვლელები ზრუნავენ.
CNN-ის ცნობით, ობოლი დათვის ბელი სან-დიეგოს ჰუმანური საზოგადოების ცხოველთა თავშესაფარში 2 თვისა მოხვდა. მომვლელები მასთან ვოლიერში დათვის ნიღბებითა და ნამდვილი ბეწვის ქურქებით შედიან, რათა ბელმა ის დათვებად აღიქვას და მომავალში მათთან ინტეგრაცია შეძლოს.
მომვლელები დათუნიას ცოცვას, მწერებისა და ბალახების პოვნასა და ბუნაგის გაკეთებას ასწავლიან - იმ ყველაფერს, რასაც ნამდვილი დედა ასწავლიდა.