პენსია იზრდება - დეტალები ბიუჯეტის პროექტიდან
1790798518
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობას ულოცავს.
„მე და ჯილი მშვიდობიან და სასიხარულო შობას ვუსურვებთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს მთელ მსოფლიოში. ამ წმინდა დღესასწაულზე ჩვენ აღვნიშნავთ რწმენის ძალას, რომელსაც შეუძლია სამყაროს შეცვლა. ვუერთდებით ჩვენს მართლმადიდებელ ქრისტიან დებსა და ძმებს, ვლოცულობთ ღვთის ყველა შვილისთვის ამ ახალ წელს“, - დაწერა ბაიდენმა Twitter-ზე.
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს ქრისტეს შობის დღესასწაულს ზეიმობს.