სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულება დროის მოგებას ემსახურება.
„არ ვუპასუხებ იმას, რასაც პუტინი ამბობს. ის მზად იყო, დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელსაც კი. მსურს, ვთქვა, რომ პუტინი უბრალოდ დროის მოგებას ცდილობს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ბაიდენმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. განკარგულების თანახმად, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე იმოქმედებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ საომარი მოქმედებების ზონაში მართლმადიდებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ მსახურებას შობის ღამეს“, - ნათქვამია განკარგულებაში.
სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093
12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1757619967