ჯენიფერ ლოპესი 56 წლისაა - წვეულება, ბენ აფლეკთან დაშორების შემდეგ(ფოტოები)

ჯენიფერ ლოპესი

24 ივლისს ჯენიფერ ლოპესი 56 წლის გახდა. მომღერალმა და მსახიობმა, რომელიც მსოფლიო ტურნეზე იმყოფება, განქორწინების შემდეგ პირველი დაბადების დღე თურქეთში, თავის გუნდთან ერთად აღნიშნა.

ლოპესი წვეულებაზე მისი ახალი ტრეკის, Birthday-ს, თანხლებით, ტანზე მომდგარი ვერცხლისფერი კაბით გამოჩნდა. ჯეი ლო დაბადების დღის ტორტის გარშემო ცეკვავდა, მოცეკვავეების, მუსიკოსების და სხვა თანამშრომლების გარემოცვაში.