ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა
1746165881
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი „უახლოეს მომავალში“ არ დასრულდება. ამის შესახებ ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა, როდესაც თითოეულმა მხარემ იცის მეორე მხარის პირობები მშვიდობისთვის, მათზეა დამოკიდებული შეთანხმების მიღწევა და ამ სასტიკი კონფლიქტის შეწყვეტა. ეს ომი არსად მიდის. ის უახლოეს მომავალში არ დასრულდება“, – აღნიშნა ვენსმა ინტერვიუში.
ამასთან, როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, მიიჩნევს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარდა არავის შეუძლია.