ჯეი დი ვენსი ლოს-ანჯელესის მოვლენებზე: ამ ადმინისტრაციას უკანონობა ვერ დააშინებს. პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს

ჯეი დი ვენსი

ლოს-ანჯელესში შექმნილ ვითარებას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე- პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გამოეხმაურა.

ვენსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ შტატების ადმინისტრაციას უკანონობა ვერ დააშინებს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი უკან არ დაიხევს.

„ამ ადმინისტრაციას უკანონობა ვერ დააშინებს. ჩვენ მხარს დავუჭერთ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებს, რომლებიც სასტიკ ბოროტმოქმედებს დასდევენ, გვარდიელებს, ადგილობრივ პოლიციას და საზღვაო ქვეითებს, რომლებიც წესრიგს აღადგენენ, და იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის აგენტებს, რომლებიც ჩვენს იმიგრაციულ კანონებს აღასრულებენ. პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს“, - დაწერა ვენსმა.