ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში გაემგზავრა - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ ორბანს რამდენიმე საათში შეხვდება

ჯეი დი ვენსი

 ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში გაემგზავრა. ცნობილია, რომ ჯეი დი ვენსი უნგრეთის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს აშშ-ის პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელით მხარდაჭერას გამოუცხადებს.

ვენსი ორბანს სულ რამდენიმე საათში შეხვდება, რის შემდეგაც ლიდერები "უნგრულ-ამერიკული მეგობრობის დღისადმი" მიძღვნილ აქციაზე სიტყვით გამოვლენ.