„მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებისთვის ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1779540036
35 წლის კონგოში დაბადებული ივ საკილა გასულ პარასკევს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის დაცვის თანამშრომლებმა დუბლინში, სავაჭრო ცენტრის გარეთ დააკავეს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი მუხლს საკილას კისერში.
კადრებმა ირლანდიაში ფართო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ასობით ადამიანმა ქვეყნის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა და სამართლიანობა მოითხოვა.
პოლიციამ საკილას გარდაცვალების გამოძიება დაიწყო.
15 მაისს საკილას რამდენიმე დაცვის თანამშრომელი დაედევნა და დააკავა, მაღაზიიდან ნივთის სავარაუდო ქურდობის გამო.
ადვოკატმა ჯონ ჯერარდ კალენმა, რომელიც მამაკაცის ოჯახს წარმოადგენს, განაცხადა, რომ საკილამ, სავარაუდოდ, მაღაზიიდან სუნამოს ბოთლი მოიპარა.