2 წლის ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებით საბავშვო ბაღი განცხადებას ავრცელებს
1779733000
იტალიაში ორ ადამიანს, სავარაუდოდ, „ებოლას“ ვირუსი გამოუვლინდა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ვირუსის სავარაუდო შემთხვევები კომოს პროვინციაში დააფიქსირეს, რის გამოც ლომბარდიის რეგიონში გაფრთხილება გავრცელდა, თუმცა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ებოლას“ იტალიაში გავრცელების რისკი ძალიან დაბალია.
საქმე ეხება ერთ ქალსა და ერთ მამაკაცს, რომლებიც ბოლო 24 საათში დაბრუნდნენ იტალიაში უგანდიდან, სადაც მათ სამი თვე გაატარეს ჰუმანიტარულ ორგანიზაციის თანამშრომლებად. ორივე მათგანს უკვე გამოუვლინდა „ებოლასთავის“ დამახასიათებელი სიმპტომები. ესაა ცხელება, პირღებინება და ნაწლავური პრობლემები.
ორივე მათგანი მილანის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმები მათი ოჯახების წევრების მდგომარეობასაც აკვირდებიან. ჯერ ადგილობრივ ხელისუფლებას არ დაუდასტურებია, რომ პაციენტებს ნამდვილად „ებოლას“ ვირუსი აქვთ.