მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
იტალიაში, კუნძულ ისკიაზე მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მეწყერი რეგიონში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც რამდენიმე დღეა გრძელდება.
მიწის მასამ ამოაგდო ხეები, დააზიანა შენობები და ავტომობილები ზღვაში ჩაიტანა. ათობით სახლი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. მაშველებმა უკვე აღმოაჩინეს ერთი ქალის ცხედარი, ამასთან, ისინი შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან დიდია დაკარგულების რიცხვი.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ცუდი ამინდი ართულებს.