„ამ დრომდე არ მჯეროდა სასწაულების...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს გონიოში ტრაგიკულად დაღუპული გოგოს და
1750322953
ისრაელის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ირანმა რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ავრცელებს.
„ცოტა ხნის წინ ისრაელის რამდენიმე რეგიონში სირენების ხმა გაისმა მას შემდეგ, რაც ირანის მხრიდან ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით რაკეტების გაშვება დაფიქსირდა. მოვუწოდებთ საზოგადოებას ზურგის სარდლობის მითითებებს დაემორჩილოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები რაკეტების ჩამოგდებაზე მუშაობენ. როგორც „ცაჰალი“ აღნიშნავს, საჰაერო თავდაცვა ჰერმეტული არ არის და მოუწოდებს მოსახლეობას დაემორჩილოს მითითებებს.