ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი: ისრაელი გააგრძელებს ყველას მიზანში ამოღებას, ვინც ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მათ შორის გაანეიტრალებს მოჯტაბა ხამენეის

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი

ისრაელი გააგრძელებს ყველას მიზანში ამოღებას, ვინც ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მათ შორის გაანეიტრალებს ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯტაბა ხამენეის, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.

„შემიძლია, ერთი რამ ვთქვა: ჩვენ გავაგრძელებთ ყველას მიზანში ამოღებას, ვინც საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოს. ყველა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენზე, არ არის დაზღვეული. ჩვენ მას დავედევნებით, ვიპოვით და გავანეიტრალებთ“, – განაცხადა ეფი დეფრინმა.

დეფრინმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი გააგრძელებს ირანის „ბასიჯის“ ძალების წევრების მიზანში ამოღებას.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ყველას მივწვდებით, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“, – განაცხადა დეფრინმა.

ეფი დეფრინის თქმით, ისრაელი „ხანგრძლივი კამპანიისთვის“ მზადაა.