იაპონიის საელჩო, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

იაპონიის საელჩო

საქართველოში იაპონიის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, იაპონიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დაუშვებს სახელმწიფო დროშას“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.