1749577630
ისრაელის საზღვაო ძალებმა იემენის პორტ „ჰოდეიდაზე“ იერიში მიიტანეს

ისრაელის საზღვაო ძალებმა იემენის პორტ „ჰოდეიდაზე“ იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, განხორციელდა ორი სარაკეტო დარტყმა.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, რომ პორტს „ჰუსიტები“ შეიარაღების ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ.
მედიის ცნობით, თავდასხმამდე ისრაელმა იემენის მოსახლეობისთვის გაფრთხილება გამოაქვეყნა და ევაკუაციისკენ მოუწოდა. მათივე თქმით, ეს საპასუხო რეაგირებაა „ჰუსიტების“ მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებულ ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებით თავდასხმაზე.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი იემენს აფრთხილებს, რომ ისინი ისრაელზე თავდასხმებს თუ განაგრძობენ, ძლიერი პასუხი არ დააყოვნებს.