36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, იტამარ ბენ-გვირს ხუთი წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალა.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ფლოტილიის აქტივისტების დაკავების დროს მის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მან და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ უკვე მოაწერეს ხელი შესაბამის დოკუმენტებს და პოლონეთის სისტემებში ჩანაწერები უკვე ძალაში შევიდა.
ამასთან, როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის პოლონეთის მოქალაქეებიც იყვნენ.
„პოლონელი მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება… იტამარ ბენ-გვირს უკვე ოფიციალურად აეკრძალა პოლონეთში შესვლა“, – განაცხადა კერვინსკიმ.