1756145280
ისრაელი ძალიან წუხს ღაზის სამხრეთით, ნასერის საავადმყოფოში მომხდარი ტრაგიკული უბედური შემთხვევის გამო - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი ძალიან წუხს ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ნასერის საავადმყოფოში მომხდარი ტრაგიკული უბედური შემთხვევის გამო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ჩვენი ომი არის „ჰამასის“ ტერორისტებთან. ჩვენი სამართლიანი მიზნებია „ჰამასის“ დამარცხება და ჩვენი მძევლების სახლში დაბრუნება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
როგორც „როიტერი“ წერს, ნასერის საავადმყოფოზე ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ჟურნალისტი, რომლებიც მუშაობდნენ ისეთ სააგენტოებში, როგორიცაა „როიტერი“, „ესოშიეითიდ პრესი“ და „ალ ჯაზირა“.