საქართველოს საპატრიარქო შიო მესამის მიმართვას ავრცელებს
1779306438
ირანთან დაკავშირებით ერთადერთი კითხვაა, მივალთ და დავასრულებთ მათ, თუ ისინი დოკუმენტს მოაწერენ ხელს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ ლონდონში, შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-მა ომის განმავლობაში ირანი მთლიანად გაანადგურა და თეირანს საზღვაო და საჰაერო ძალები აღარ ჰყავს.
„ყველაფერი გაქრა. მათი საზღვაო ძალები გაქრა. მათი საჰაერო ძალები გაქრა. თითქმის ყველაფერი გაქრა. ირანთან დაკავშირებით ერთადერთი კითხვაა – მივალთ და დავასრულებთ მათ, თუ ისინი დოკუმენტს მოაწერენ ხელს? მოდი, ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ დაუშვებს, თეირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. სულ ესაა. ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვაქვს, ამას ყალბი ამბების წაკითხვით ვერ მიხვდებით. მათ ძალიან სურთ შეთანხმების დადება. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ჩვენ მათ ძალიან ძლიერად ვუტევთ. შესაძლოა, კიდევ უფრო ძლიერადაც მოგვიწიოს დარტყმა“, – განაცხადა ტრამპმა.