საქართველოს საპატრიარქო შიო მესამის მიმართვას ავრცელებს
1779306438
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა.
მათივე ცნობით, საზღვაო ხომალდებს შორის იყვნენ ნავთობტანკერები, კონტეინერმზიდები და სხვა კომერციული გემები.
„ეს მოხდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებთან კოორდინაციითა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით“, – ნათქვამია სამხედრო ძალების განცხადებაში.
ამასთან, „ირანის რევოლუციურმა გვარდიამ“ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სრუტის გავლა მხოლოდ ირანთან წინასწარი კოორდინაციით არის დასაშვები.
იქამდე კი გავრცელდა ცნობა, რომ დღეს, სულ მცირე, სამმა გემმა, რომლებსაც დაახლოებით რვა მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაჰქონდათ, ჰორმუზის სრუტის ძირითადი საზღვაო მარშრუტი გაიარა. საუბარია ორ ჩინურ და ერთ სამხრეთკორეულ ტანკერზე.