შენი დაბადების დღეა…სიყვარულის გოგო იყავი… - ქეთი ასათიანი
1775538309
ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის სამაშველო ოპერაციის დროს ოთხი ირანელი ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
ირანის არმიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, რომ ოთხი ოფიცერი ისპაჰანის პროვინციაში „აშშ-ის რამდენიმე შემტევი თვითმფრინავის“ თავდასხმის დროს დაიღუპა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიცრები „პირდაპირ ბრძოლაში“ მონაწილეობდნენ „მტრის გამანადგურებელ თვითმფრინავებთან, ვერტმფრენებთან, დრონებთან და დამხმარე თვითმფრინავებთან“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ირანის რაკეტამ აშშ-ის თვითმფრინავს დაარტყა, რის შემდეგაც საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, დაიღუპა ბრიგადის გენერალი, ორი პოლკოვნიკი და ლეიტენანტი.