შენი დაბადების დღეა…სიყვარულის გოგო იყავი… - ქეთი ასათიანი

ნინო ჯუხაძწ

  ტელეწამყვანი და ექიმი ქეთი ასათიანი ახლობელი ადამიანის, მერაბ სეფაშვილის მეუღლის, ნინო ჯუხაძის გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ეს ფოტო მე გადაგიგიღე, ჩვენს სახლში, რომელიც შენიც იყო, ისეთი ლამაზი და მშვენიერი იყავი, თვალი ვერ მოგწყვიტე მაშინ. ნინო, ჩემო ულამაზესო გოგო, ჩვენი ოჯახის უსაყვარლესო ადამიანო. სიყვარულის გოგო იყავი ყველასთვის, გაფრინდი შენს ნუნუკასთან, ლელასთან, რომლებიც ასე ძალიან გიყვარდა.  მადლობა ჩვენი  ოჯახის უსაზღვრო სიყვარულისთვის. დამწუხრებული გულით ვუსამძიმრებ ჩვენს მერაბს და მთელს შენს საყვარელ ოჯახს, შენს მეგობრებს…შენს გოგოებს საყვარელო. აცხონოს უფალმა შენი ლამაზი, ნათელი სული და დაგიმკვიდროს სასუფეველი, სადაც მართლები განისვენებენ. მიყვარხარ …ხვალ შენი დაბადების დღეა...“, - წერს ქეთი ასათიანი.