1746132329
ირანისა და აშშ-ის ბირთვული მოლაპარაკებები გადაიდო

ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მოლაპარაკებები გადაიდო.
როგორც მედიატორი ქვეყნის, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრა, რომელიც 3 მაისს რომში უნდა გამართულიყო, „ლოგიკური მიზეზებით“ გადაიდო.
ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან.