ირანის უზენაესი ლიდერი: ბრძოლა იწყება

ნის

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მკაცრი გაფრთხილება გააკეთა.

„ღირსეული ჰაიდარის სახელით, ბრძოლა იწყება“, - დაწერა მან.

ჰაიდარი შიიტ მუსლიმებში ხშირად გამოიყენება როგორც ალი იბნ აბუ ტალიბის სახელი - ის, ვისაც შიიტები წინასწარმეტყველ მუჰამედის პირველ იმამად და მემკვიდრედ მიიჩნევენ.

ხამენეის განცხადება შესაძლოა მიანიშნებდეს დაძაბულობის კიდევ უფრო გამძაფრებაზე რეგიონში და ირანის მზადყოფნაზე უფრო აგრესიული ნაბიჯების გადასადგმელად.