შენი დაბადების დღეა…სიყვარულის გოგო იყავი… - ქეთი ასათიანი
1775538309
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ მოუწოდა ამერიკელებს, პასუხისმგებლობა დააკისრონ საკუთარ მთავრობას ირანის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ ომზე.
ბაღეის თქმით, ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რას აკეთებს მათი მთავრობა.
„ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ის, რასაც მათი მთავრობა დასავლეთ აზიაში ირანის წინააღმდეგ აკეთებს, ძალიან დიდი უსამართლობა და უსამართლო, აგრესიული ომია. ამერიკელმა ხალხმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს საკუთარ მთავრობას მათი სახელით ჩადენილი ქმედებებისა და დანაშაულებისთვის“, – განაცხადა ბაღეიმ.