ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: მზად ვართ ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რომლის მიზანიც ირანში ბირთვული იარაღის არარსებობის უზრუნველყოფა იქნება

აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი მზად არის, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ქვეყანას არ ექნება ბირთვული იარაღი. მის განცხადებას სახელმწიფო სააგენტო IRNA ავრცელებს.

„მზად ვართ ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რომელიც მიზანიც ირანში ბირთვული იარაღის არარსებობის უზრუნველყოფა იქნება, რადგან ჩვენი პრინციპის თანახმად, ბირთვული იარაღი აკრძალულია. მაგრამ თუ ხელშეკრულების მიზანი ირანისთვის მისი ბირთვული უფლებების წართმევა იქნება, ასეთი შეთანხმებისთვის მზად არ ვართ“, - განაცხადა მინისტრმა ელჩებთან შეხვედრაზე.

ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, ისრაელის თავდასხმის შემდეგ, თეირანმა მათში მონაწილეობაზე უარი თქვა.