ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ტრამპს მასშტაბური ესკალაციის შესახებ აფრთხილებს

მოჰამედ ბაღერ გალიბაფ

ირანი მკაცრად გამოეხმაურა აშშ-ის მუქარას ქვეყნის სტრატეგიულ ნავთობჰაბსა და ენერგოექსპორტზე და განაცხადა, რომ შემდგომ ესკალაციას შესაძლოა ხანგრძლივი და მძიმე შედეგები მოჰყვეს.

„მცდარი სტრატეგიები და იმპულსური გადაწყვეტილებები მთელ სათამაშო დაფას უარესობისკენ შეცვლის“, - დაწერა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ და ქვეყნის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამედ ბაღერ გალიბაფმა.

გალიბაფმა დასძინა: „ეს ააფეთქებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ბაზრებს და შექმნის დაუსრულებელ ჭაობს, რომელშიც წლების განმავლობაში იქნებით ჩარჩენილი. თქვენ სრულიად განსხვავებულ ირანს იხილავთ“.