ირანის ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ - ტრამპი

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

„აშშ-ის წინააღმდეგ ირანის ნებისმიერი შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ. მადლობა! დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი“, – წერს ტრამპი.

აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.