ირანის იერიშის შედეგად ისრაელში 16 ადამიანი დაშავდა

ისრაელი

ისრაელის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ირანის იერიშის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. მათი მდგომარეობა მძიმე არ არის.

ამასთან, იერიშის შედეგად თელ-ავივში დანგრეულია რამდენიმე შენობა. მაშველები ამოწმებენ, არიან თუ არა ნანგრევებში ადამიანები.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 11 დაშავებულის შესახებ.

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA ) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.