ირანის ატომური ენერგიის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ირანის ატომური სააგენტო

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებს გმობს. უწყების განცხადებით, მისი ბირთვული ინდუსტრია არ გაჩერდება. სააგენტო ადასტურებს, რომ გამთენიისას მის ძირითად სამ ბირთვულ ობიექტზე, ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანზე სასტიკი თავდასხმა განხორციელდა.

სააგენტო დარტყმებს საერთაშორისო სამართლის, კერძოდ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების უხეშ დარღვევას უწოდებს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამონაწილეობაში სდებს ბრალს.

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ირანს და დაგმოს აშშ-ის იერიშები. სააგენტოს განცხადებით, არასდროს დაუშვებენ, რომ ირანის ეროვნული ბირთვული ინდუსტრიის პროგრესი შეწყდეს.