„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილი დაშორდა
1753732640
ირანის 30-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეები სავარაუდო მასობრივი მოწამვლის შემთხვევებზე საუბრობენ. როგორც CNN წერს, ბოლო თვეების განმავლობაში ასეულობით მოსწავლეს შფოთვისა და დაბუჟების შეგრძნება აქვს.
ირანის ოფიციალური პირები გოგონების შესაძლო მოწამვლაში თეირანის მტრებს ადანაშაულებენ.
როგორც ირანის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, გოგონებს მსუბუქი მოწამვლის ნიშნები ჰქონდათ. ზოგიერთი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მოსწავლეები შესაძლოა, მკაცრი ისლამისტური პოლიტიკის მომხრე ჯგუფების სამიზნე იყვნენ, რომლებიც გოგონების განათლებას ეწინააღმდეგებიან.
დასავლური მედია წერს, რომ სავარაუდო მოწამვლის შემთხვევები ხდება ირანისთვის განსაკუთრებულ დროს, როდესაც სექტემბერში მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რამდენიმე თვეა, საპროტესტო გამოსვლებია.
„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილი დაშორდა
1753732640
29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1753730395