ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მიმართვას ავრცელებს
1750250557
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ირანიდან უსაფრთხო ზონაში ჩინეთის თითქმის 800 მოქალაქე გადაიყვანეს, ხოლო 1000-ზე მეტი ევაკუაციის პროცესშია.
„ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანში ჩინეთის საელჩოების, საკონსულოების ორგანიზებითა და კოორდინაციით, ასევე მეზობელი ქვეყნების აქტიური მხარდაჭერით, ირანიდან უსაფრთხო ზონაში ჩინეთის 791 მოქალაქე გადაიყვანეს, ხოლო ათასზე მეტი ამჟამად ევაკუაციის პროცესშია“, – განაცხადა პრესსპიკერმა გუო ჯიაკუნმა.
პრესსპიკერის თქმით, მეზობელი ქვეყნები – აზერბაიჯანი და თურქმენეთი ჩინეთის მოქალაქეებს სასაზღვრო გადასასვლელებზე და ჩინეთში დაბრუნებაში ეხმარებიან.