როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ პუტინით იმედგაცრუებულია და მასთან სატელეფონო საუბრით დაინტერესებული აღარ არის. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ, უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების დასადებად, მოსკოვისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10-12 დღემდე ამცირებს.
"ვაპირებ, დავაწესო ახალი ვადა - დღეიდან დაახლოებით 10-12 დღე. ჩვენთვის ლოდინის მიზეზი აღარ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ გარიგებას არ დავდებთ, მეორადი სანქციების დაწესებას ვაპირებთ. ეს იქნება სანქციები და შესაძლოა, მეორადი ტარიფებიც. რუსეთი შეიძლება ძალიან მდიდარი ყოფილიყო, თუმცა მთელ საკუთარ რესურსს ომზე ხარჯავს, ყველაფერს ომსა და ხალხის მკვლელობაზე ხარჯავენ. ყოველ ჯერზე, როდესაც ვფიქრობ, რომ ეს დასრულდება, პუტინი ხალხს კლავს. მე მასთან საუბარი აღარ მაინტერესებს. ჩვენ პატივისცემით და კარგად ვსაუბრობდით, თუმცა შემდეგ დღეებში ხალხი რაკეტებით იღუპებოდა. იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტი პუტინით", - აცხადებს დონალდ ტრამპი.