„მისი ტვინი ნელ-ნელა ფუნქციონირებას წყვეტს" - ბრიუს უილისის ცოლი
1756305481
ზანგეზურის დერეფანი გახდება კონტინენტების დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, ყველა ქვეყანა, რომელსაც საჭირო პოტენციალი აქვს, ისწრაფვის სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევისკენ.
„დღეს შუა დერეფანი, უფრო ზუსტად, მისი ერთ-ერთი შტო იწყება აზიაში და გადის კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის გავლით, საქართველოში, შემდგომ, თურქეთსა და ევროპაში, ასევე ქართულ საზღვაო პორტებში. ეს აზერბაიჯანის გავლით აზიისა და ევროპის დაკავშირების ერთადერთი გზაა. ამგვარად, ზანგეზურის დერეფანი, ანუ TRIPP, გახდება ალტერნატივა. მეორე დერეფანი სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის. ეს კი სომხეთისთვისაა სასარგებლო. ვეცადე, ეს იდეა ჩემი სომეხი კოლეგისთვის გადამეცა, რომ საბოლოო ჯამში, ისინი სატრანზიტო ქვეყნად იქცევიან. ყველა ქვეყანა, რომელსაც საჭირო პოტენციალი აქვს, ისწრაფვის სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევისკენ. მაგალითად, ჩვენც გვინდა, რომ სატრანზიტო ქვეყნად ვიქცეთ. გვინდა, რომ დერეფნები აზერბაიჯანს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კვეთდეს. სომხეთს, მის მიერ განხორციელებული ოკუპაციის გამო, ჩამორთმეული ჰქონდა ტრანზიტის შესაძლებლობა. ამრიგად, ზანგეზურის დერეფნის წყალობით, სომხეთი გადაზიდვებიდან სატრანზიტო მოსაკრებელს მიიღებს“, – განაცხადა ალიევმა.
როგორც ალიევმა აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის პროექტი უახლოეს მომავალში განხორციელდება. რაც შეეხება რკინიგზის მშენებლობას, აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 42-კილომეტრიანი გზის მშენებლობას დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს. მისივე თქმით, აზერბაიჯანი რკინიგზის ასაშენებლად ერთი წელი დასჭირდებოდა, სომხეთს კი შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს.