ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
წუხელ იერუსალიმში პალესტინელმა მამაკაცმა გოდების კედლის მახლობლად ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილია რვა ადამიანი, მათ შორის - ოთხი ამერიკელი.
დაშავებულთა შორისაა 30 წლის ორსული ქალი. ის მუცელში დაიჭრა.
თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარიდან ექვსი საათის შემდეგ ის პოლიციას დანებდა და იარაღი ჩააბარა.
მედიის ცნობით, ესაა 26 წლის პალესტინელი ამირ სიდაუი, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმში ცხოვრობს.