გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
გრენლანდია დაპყრობის ობიექტი არ არის და არც ანტარქტიკა არ იყიდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ოკეანეების დაცვისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაზე განაცხადა.
თავის გამოსვლაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მტკიცედ დაიცვა მრავალმხრივობის პრინციპი საერთაშორისო სისტემაში.
„ოკეანეებისთვის ბრძოლის მოსაგებად, ჩვენ გვჭირდება მრავალმხრივი თანამშრომლობის აღორძინება“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი 15 ივნისს დანიის ავტონომიურ ტერიტორიას ეწვევა, სადაც გრენლანდიის პრემიერ-მინისტრ იენს-ფრედერიკ ნილსენთან და დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ჩრდილო-ატლანტიკური და არქტიკული უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს.