შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1761662711
ღაზის სექტორში გასულ ღამით ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 24 ბავშვი, – ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია, ადგილობრივ სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად ცენტრალურ ღაზაში, სულ მცირე, 42 პალესტინელი დაიღუპა, 31 – ჩრდილოეთ ღაზაში, ხოლო 18 – სამხრეთ ღაზაში. ერთ-ერთი დარტყმა ქალაქ ღაზაში საცხოვრებელ უბანზე განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე პალესტინელი ნანგრევების გროვაში მოყვა.
არაბული მედიის თანახმად, ცენტრალურ ღაზაში, ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში, ისრაელის ძალებმა დაბომბეს კარავი, რომელშიც იძულებით გადაადგილებული პირები იმყოფებოდნენ.