5 ლოცვა, რომელიც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ
1757528127
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი რუსეთს „უგუნურ საქციელში“ ადანაშაულებს.
გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფან კორნელიუსის განცხადებით, პოლონეთში რუსული დრონების შეჭრა „ბალტიის ზღვის რეგიონსა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე პროვოკაციების გრძელ სერიას ემთხვევა“.
„ფედერალური მთავრობა უმკაცრესად გმობს რუსეთის ამ აგრესიულ ქმედებებს“, - განაცხადა მერცმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეს.
ამასთანავე, გერმანიის კანცლერმა მაღალი შეფასება მისცა პოლონეთისა და ნატოს მოკავშირეების შესაძლებლობას, რომ დროულად ამოიცნეს და აღკვეთეს ეს საფრთხე.