გურამ ნიკოლაშვილი კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებზე: ბოლო წლებია ადამიანთა ჯგუფმა ნორმად აქცია საკუთარი შინაგანი ნარჩენების საჯაროდ დეფეკაცია. ისინი ამ კულტურის არჩევისას თავისუფალნი იყვნენ

გურამ ნიკოლაშვილი

კახი კალაძის საარჩევნო შტაბი 3 სექტემბერს გაიხსნა. ხალხმრავალ გახსნას ციფრული საქართველოდან “გამომდინარე” დამსწრეთა ბულინგი და შეურაცხყოფა მყისიერად მოჰყვა. აქ სიახლე არაფერია, ბოლო წლებია ადამიანთა ჯგუფმა ნორმად აქცია საკუთარი შინაგანი ნარჩენების საჯაროდ დეფეკაცია. ისინი ამ კულტურის არჩევისას თავისუფალნი იყვნენ, - ამის შესახებ  თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, გურამ ნიკოლაშვილი წერს  სოციალურ ქსელში.

გურამ ნიკოლაშვილი მიმოიხილავს „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბთან  განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ რამდენადაც 5 სექტემბერს  შემოტევას არავინ ელოდა თითქმის ყველა კადრი გადაღებული რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი მედიის ოპერატორების მიერ, რაც მისი შეფასებით მიკერძოებულია.

„4 სექტემბერი სწორედ რადიკალური ჯგუფებისა და ჩამფურთხებელ-ფაშისტთა ერთიანი მოძრაობის ხილვადობას დაეთმო. გაცხადდა, რომ დესტრუქციული მოძრაობა საარჩევნო შტაბს მომავალი ერთი თვე არ მოასვენებდა და სწორედ ამიტომ, მეც ყოველდღე, უწყვეტად სიარული გადავწყვიტე.

5 სექტემბერს ფაშისტ-აგრესორთა მარშმა გადაწყვიტა ყოველდღიური მარშრუტი შეეცვალა და ნაცვლად კოსტავას ქუჩის გავლით რუსთაველზე გასვლის რუტინისა, მელიქიშვილისკენ გამოემართა. 30-მდე ნარჩევი აგრესორი ტრადიციული დაუჯდომლის შესრულებას შეუდგა, „არ იქნება სამართალი...“, „ყველგან პოლიცია...“ და სხვა ნაცნობი ჰანგები.

პირველადი მოთელვის შემდეგ, როდესაც ოცნების საარჩევნო შტაბის სათანადო რეაქცია ვერ გამოიწვიეს, რეპერტუარი დაამძიმეს და დედის გინებაზე გადავიდნენ.

უფრო სწორად, დაიწყეს. ხოლო დასრულება არავინ აცალა, შეხლა-შემოხლა და საპასუხო გინება მყისიერად გაიმართა და შედეგად აკაცუკთა მცირე ძალები, ასე ვთქვათ შიშველი ბირთვი, ოტებულ იქნა. ვინაიდან შემოტევას არავინ ელოდა, თითქმის ყველა კადრი თავდამსხმელთა მხრიდანაა გადაღებული მათი მხარდამჭერი მედიის ოპერატორთა და ფოტოგრაფთა მიერ, რაც ბუნებრივია სათანადოდ მიკერძოებულია“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

გურამ ნიკოლაშვილი ყურადღებას ამახვილებს  აქციის მონაწილეთაგან ერთ-ერთზე და მას, როგორც  ლიდერ-ორგანიზატორს ისე მოიხსენიებს. აღნიშნული პიროვნება ზუსტად ითვლიდა პროვოკაციის ეტაპებს  მშვიდობის მოთხოვნიდან სიტყვიერ შეურაცხყოფამდე, რათა მიეღო სასურველი დაპირისპირება და მედიისთვის საკვები მიეწოდებინა.

„სწორედ აქ შევნიშნე მათი მაღალი, სათვალიანი, ინტელიგენტური გარეგნობის წვეროსანი წევრი, რომელიც განვითარებულ მოვლენებს პედაგოგიური სიმშვიდით და მდუმარედ აკვირდებოდა. დამახასიათებელი გარეგნობის გამო მისი ამოცნობა არ გამჭირვებია და გამახსენდა, რომ ის სხვა კადრებშიც არაერთხელ მინახავს. ნეტა საქმე გვაქვს მარშ-მოძრაობის რიგით წევრთან თუ მის ლიდერ-ორგანიზატორთან? - დამებადა კითხვა.

შაბათ-კვირას, 6-7 სექტემბერს მელიქიშვილზე არავინ მოსულა. როგორც ჩანს ეს ორი დღე მომდევნო კვირის ორგანიზებაზე დახარჯეს და უკვე ორშაბათს, 8 სექტემბერს მობილიზებულები გამოჩნდნენ. ბრძოლის ველზე ჯერ მედია შეიკრიბა. საერთოდ ტელემედიის რაიმე ადგილზე იმგვარად გამოჩენა, სადაც კონკრეტულ მომენტში არაფერი ხდება, დაგეგმილ პროვოკაციაზე ნათლად მეტყველებს. რაკი მათი სცენარი გაცხადდა, ოცნების შტაბშიც ხალხმრავლობა და თავდასხმისთვისაც მზაობა იყო.

წინა მოვარდნისას ყურადღებით ვუსმენდი მათ მეგაფონში გახმიანებულ განცხადებებს. რას ითხოვს ბოლოს და ბოლოს ეს ხალხი კონკრეტულად, გარდა იმ ზოგადი ფრაზებისა, რასაც უწყვეტ პროტესტს ეძახიან? „არ მივცემთ შტაბს მუშაობის საშუალებას“, „დისკომფორტი უნდა შევუქმნათ“ და მისთ. ძველებს ალბათ ახსოვთ ნაცმოძრაობის პედაგოგიკის ვარსკვლავის ლოზუნგი „მეტ კომფორტზე“, რომელიც დღევანდელ ოპოზიციურ ექსტრემიზმში „მეტმა დისკომფორტმა“ ჩაანაცვლა. ბოიკოტისტთა, ექსტრემისტთა და აკაცუკთა გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ფრონტმა როგორც ჩანს “მეტი დისკომფორტის” შექმნაზე უკეთესი სამოქმედო გეგმა ვერ შვა.

მაგრამ, ამ ძალების ორგანიზატორ-ტრენერებსაც აქვთ კოგნიტიური უნარები და კარგად იციან სად გადის გამოსაწვევ პირთა წითელი ხაზი. სასამართლოსა და პოლიციაზე აგებული მელოდიური ჰანგების შემდეგ აუცილებელია დედის გინებაზე გადასვლა, თუკი გსურს რომ დაპირისპირებულისგან სასურველი შედეგი და შემხვედრი დინამიკა მიიღო. მედიას მასალა სჭირდება, რისთვისაა აბა მოსული.

შედეგმაც არ დაახანა. შეხლა-შემოხლა ქუჩის გადაკეტვისას მანქანების მოძრაობის შეფერხებამ გამოიწვია, ლოკალური შეტაკება ხალხმრავალ ჩხუბში გადაიზარდა და როცა საქმე მასობრივ დაპირისპირებამდე მივა, შემდეგ იქ მტყუან-მართლის და მომხრე-მოწინააღმდეგის გარჩევა ჭირს“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

ნიკოლაშვილის თქმით,  ლიდერ-ორგანიზატორის ქცევები მეტყველებს იმაზე, რომ ის არის ტაქტიკური ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, ხოლო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კარგად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მცირე ძალებით ცდილობენ დიდი სურათის შექმნას, რაც გამოუვიდათ.

„ამ ფონზე ჩემი ინტერესის საგანს კვლავ ინტელიგენტი ტრენერ-პედაგოგი წარმოადგენს, სად დგას? რას აკეთებს? როგორ რეაგირებს? აქ დგას, ეპიცენტრში, იგივე ლურჯი საწვიმარი აცვია. თვითონ არ იგინება, მაგრამ არც გვერდში მდგომთა გინებაზე რეაგირებს. თვითონ არ ჩხუბობს, მაგრამ არც ჩხუბის შეკავებას ცდილობს. ცდილობს გააშველოს, მაგრამ ვერც აშველებს. ყველა ნერვიულობს, თვითონ მშვიდადაა. ეტყობა რომ კარგად იცის რაც იქნება, რაც მოხდება და სადამდეც მივა. და სწორედ ამ ქცევაზე ეტყობა, თუ ვინ არის ველის ორგანიზატორი, ტაქტიკური გადაწყვეტის ხელმძღვანელი და სასურველი შედეგის დამდები.

მე არ ვიცი, კანვასებში ასწავლიან ამ მეთოდებს თუ ინსტრუქტაჟის სხვა სახელმძღვანელოც არსებობს, მაგრამ მიდგომა მარტივია:

მათ იციან რომ ისინი არიან ცოტა. არიან უმცირესობა. არიან ექსტრემისტები და მარგინალები. მათ იციან რომ საზოგადოება საბოლოო ჯამში არჩევს მტყუან-მართალს. მაგრამ მათ ასევე იციან რომ უპირატესობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს, იციან „ინგლისური და კომპიუტერი“, იციან როგორ შექმნან სურათი და გააჩინონ აღქმები. შესაბამისად, იყენებენ ამ უპირატესობას.

„ავუფრიალოთ ხარს წითელი ნაჭერი და ის თვითონ გამოიქცევა მახვილისკენ“ - უხსნის პედაგოგი შეგირდებს, - „კამერა კი გადაიღებს მხოლოდ მოძალადე ხარს“.

„რომ არ გამოიქცნენ“? - კითხულობს შედარებით ჭკვიანი შეგირდი, - „მაშინ ყველა დაინახავს რომ ხარი სუსტია, რომელსაც დავკლავთ და შევჭამთ“ - უხსნის პედაგოგი.

8 სექტემბერს მედიამ იმუშავა და სასურველი მასალაც დააგროვა.

„მაგრამ, ჩვენ გვჭირდება ძალის ჩვენებაც. როგორ დავკლავთ ხარს, თუ ძალა არ გვექნა“? - ქადაგებს პედაგოგ-ტრენერი - „ყველამ უნდა დაინახოს რომ ეს ქალაქი ჩვენია“!

9 სექტემბერს ფაშისტური ბირთვი უკვე გაძლიერებული შემადგენლობით მოვიდა. წინა რიგებში მოვარდნილმა რეგიონალურმა რეკრუტებმა რკინის ჯებირები მყისვე მოარღვიეს და პირდაპირ დედის გინება ჩართეს. ხალხის მასაში ჩანს რომ ამჯერად ტრენერებსა და სპიკერებში მატებაა, ისინი მდუმარედ დგანან და თავის დროს ელიან, როდის მიუშვერენ მიკროფონს, მიაწოდებენ მეგაფონს, ჩართავენ ლაივში თუ სხვა შესაფერ აქტივობაში. წივილის, კივილისა და ჩხუბისთვის სხვა ხალხია მოყვანილი“, -წერს ნიკოლაშვილი.

გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, ორგანიზატორ-პედაგოგ-ტრენერებმა კარგად იციან საქართველოს განვლილი ათწლეულები და ისიც, თუ  როგორ წყდებოდა დაპირისპირება და სადამდე მიდიოდა ის, შესაბამისად ცდილობენ სხვისის ხელითა და სისხლით მიიღონ ეს ყოველივე.

„ოცნების შტაბში შევდივარ, გუშინდელთან შედარებით კიდევ უფრო ხალხმრავლობაა. დაძაბულობა და ემოცია აქაც მატულობს. რამდენიმე წუთიც და ეს ხალხი გარეთ იხუვლებს, შედეგი კი მონაგონი იქნება. შეტაკებაში ყველაზე მეტად ვინც დაზარალდება, ესეც არაერთხელ გვინახავს. ასეთი სურათის შემხედვარეს გიცოცხლდება განვლილი ოთხი ათეული წლის მანძილზე რაც გინახავს, როგორ იწყებოდა დაპირისპირება და სადამდე მიდიოდა.

შეუძლებელია მეორე მხარეს მდგომი ორგანიზატორ-პედაგოგ-ტრენერები ამას ვერ ხედავდნენ. ხედავენ, იციან, ესმით. და სწორედ ეს უნდათ. სხვისი ხელით. სხვისი სისხლით. სხვისი წივილით, კივილით და ნერვებით.

დღეს 10 სექტემბერია. გაგრძელება იქნება“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.