„ფონ დერ ლაიენი და ტრამპი შეხვდებიან „შესაფერის მომენტში“ - როდესაც ევროკავშირი-ამერიკის სავაჭრო შეთანხმება მზად იქნება“ - Euronews

ფონ დერ ლაიენი და ტრამპი

ევროკომისია იმედოვნებს, რომ მას შემდეგ, რაც სავაჭრო საკითხებზე დაგეგმილი მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ჩაინიშნება, - ამის შესახებ Euronews- წერს.

"ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი და დონალდ ტრამპი შეხვედრას შეეცდებიან "შესაფერის მომენტში" - მაშინ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტის მიერ დაწესებული ტარიფების დასაზუსტებელი შეთანხმება მაგიდაზე იდება და ხელმოსაწერად მზად იქნება", - წერს Euronews-ი.

მედიის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ტრამპის შეხვედრის გადაწყვეტილება მხარეებმა ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის დღეს, ხანმოკლე საუბრისას მიიღეს.