ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ფლორიდაში თვითმფრინავის პილოტმა გონება დაკარგა და თვითმფრინავი დასვა მგზავრმა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ ემართა ის.
CNN-ის მიერ მოპოვებულ LiveATC.net-ის აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ მგზავრი საჰაერო მოძრაობის კონტროლიორს ეუბნება, რომ მან არ იცის, როგორ უნდა მართოს თვითმფრინავი.
„აქ სერიოზული მდგომარეობაა, ჩემი პილოტი არათანმიმდევრული გახდა და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვმართო თვითმფრინავი“, - თქვა ჩანაწერში მგზავრმა.
საჰაერო მოძრაობის კონტროლიორმა მას ინსტრუქცია მიაწოდა თვითმფრინავის დაშვების შესახებ, მგზავრმა კი ის საბოლოოდ ფლორიდაში, პალმ-ბიჩის საერთაშორისო აეროპორტში დასვა.
„ორი ადამიანი იმყოფებოდა ერთძრავიან Cessna 208-ზე, როცა პილოტს, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა“, - ნათქვამია ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებაში.