1731440782
Financial Times: ზელენსკი უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოების წინააღმდეგ მოქმედებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სადავო კანონს, რომელიც მის ოფისს ქვეყნის დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ ორგანოებზე მეტ კონტროლს ანიჭებს - კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი მის გარემოცვას გამოძიებებზე უზარმაზარ გავლენას მიანიჭებს, - წერს ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი.
სამშაბათს კანონმდებლებმა ნაჩქარევად დაუჭირეს მხარი კანონპროექტს, რომელმაც გააუქმა ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროსა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის, სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობა. ეს ორგანოები გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ქვეშ მოექცევიან, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს.
პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა კანონის პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად დაჩქარებული წესით წარდგენას.
2000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა კიევში საპროტესტო აქციაზე. დემონსტრანტები, რომლებიც პრეზიდენტის ოფისთან შეიკრიბნენ, სკანდირებდნენ „ვეტო კანონს!“. მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით „კორუფცია = სიკვდილი“. აქციები ასევე გაიმართა დნიპროში, ლვივში, ოდესასა და სუმიში.
საზოგადოებრივმა წინააღმდეგობამ, ისევე როგორც ევროპის რამდენიმე ლიდერის მოწოდებებმა ზელენსკისადმი, ვერ შეძლო უკრაინის პრეზიდენტის გადარწმუნება.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების შესუსტების მიზანი რუსული ჩარევის აღმოფხვრა იყო.