„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის საბოლოო ვერსია შეიმუშავა.
როგორც „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ამ პაკეტში გათვალისწინებულია ორმაგი დანიშნულების მქონე და მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლის გამკაცრება.
ევროკომისია ასევე გეგმავს, სანქციები დაუწესოს 50-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა შორის ხუთი ჩინეთიდანაა. ასევე, 31 კომპანიას, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ან წვლილი მიუძღვით სანქციებისთვის თავის არიდებაში.
რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ ბრძოლის ფარგლებში წარმოდგენილია წინადადებები, ე.წ. შავ სიაში შეიყვანონ 100-ზე მეტ ხომალდი.