1759955191
ესპანეთმა ისრაელისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგო დააწესა

ისრაელისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის წინადადებას ესპანეთის პარლამენტმა 178 ხმით 169-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.
„ისრაელის პასუხი საშინელ თავდასხმებზე, რომლებიც ტერორისტულმა ჯგუფმა „ჰამასმა“ განახორციელა 2023 წლის 7 ოქტომბერს, საბოლოოდ გადაიზარდა განურჩეველ თავდასხმაში პალესტინელი მოსახლეობის წინააღმდეგ, რასაც ექსპერტთა უმრავლესობა გენოციდს უწოდებს“, – ნათქვამია კანონში.
ესპანეთის პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა საავიაციო საწვავის ტრანზიტის აკრძალვას, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს სამხედრო მიზნებისთვის.