„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთის პოპულარულ სანაპიროებთან ახლოს, 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ისინი მიგრანტები არიან და მათი ნავი ჩაიძირა, - ამის შესახებ Anadolu წერს.
ალიკანტეს სანაპიროსთან, ესპანეთის სანაპირო დაცვამ ერთი ადამიანი გადაარჩინა. როგორც 21 წლის კაცი ამბობს, იმ 15-კაციან ჯგუფთან ერთად მგზავრობდა, რომელიც ალჟირიდან ევროპამდე მიღწევას ცდილობდა. მისივე თქმით, მათი სამგზავრო საშუალება გადატრიალდა.
ერთ-ერთ სანაპიროსთან ნაპოვნი ცხედარი ბავშვისაა.