1761855398
აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ადამიანის დანაწევრებული ცხედრები იპოვეს (ახალი ზელანდია)
 
                                                                ახალ ზელანდიაში, ოკლენდში, აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს, - ამის შესახებ Guardian-ი წერს.
მედიის ცნობით, ჩემოდნები კონტეინერში ინახებოდა და მისი მფლობელი, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ადგილობრივი ოჯახი გახდა.
მეზობლებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ადგილზე მიტანილი კონტეინერიდან საშინელი სუნი იგრძნეს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    










