ერდოღანი პუტინსა და ტრამპს შორის უკრაინის საკითხზე შეხვედრის ორგანიზებას აპირებს

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში, უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების - დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის - შეხვედრის ორგანიზებას აპირებს.

„ჩვენ გვსურს, ლიდერები სტამბოლში შევკრიბოთ. შესაძლოა, უკვე ამ კვირაში გავმართო მოლაპარაკებები პუტინთან და ტრამპთან“, - განაცხადა მან.

ერდოღანის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მას შეატყობინა, რომ მზად არის, მონაწილეობა მიიღოს უკრაინასა და რუსეთს შორის თურქეთში პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, თუ ვლადიმირ პუტინიც დათანხმდება.