5 საკვები, რომლის შენახვაც მაცივარში არ შეიძლება
1756063076
დიეგო ბორელა, ნეტფლიქსის საკულტო სერიალის Emily in Paris-ის რეჟისორის ასისტენტი, გადაღებების დროს მოულოდნელად გარდაიცვალა.
"ღრმა მწუხარებით ვადასტურებთ სერიალის საპროდიუსერო ოჯახის წევრის უეცარი გარდაცვალების ამბავს", — განაცხადა Paramount Television Studios-ის წარმომადგენელმა Variety-სთვის გაკეთებულ განცხადებაში — "მთელი გულით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს".
47 წლის ბორელა იტალიელი რეჟისორის მესამე ასისტენტი იყო. ადგილობრივი იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბორელამ — ხუთშაბათს, საღამოს 7:00 საათზე, ვენეციაში — სერიალის გადაღებების დროს გონება დაკარგა. გადასაღებ მოედანზე მყოფმა ექიმებმა ბორელას გადარჩენა სცადეს, თუმცა, ის "უეცარი გულის შეტევის" გამო ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, სერიალის მე-5 სეზონის გადაღებები შაბათს განახლდა.
რაც შეეხება Emily in Paris-ს, ის მოგვითხრობს ემილი კუპერის, ჩიკაგოელი მოდის ექსპერტის შესახებ, რომელიც მოულოდნელად პარიზში გადადის სამუშაოდ. სერიალმა, წლების განმავლობაში, გულშემატკივრებისგან დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. სერიალის მეოთხე სეზონმა ნეტფლიქსის გლობალურ ტოპ 10-ში პირველი ადგილი დაიკავა და გამოსვლიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში, თითქმის 20 მილიონი ნახვა დააგროვა.
შოუს მეხუთე სეზონის გადაღებები 2025 წლის 7 მაისს, რომში დაიწყო, შემდეგ ივნისში პარიზში დაბრუნდა და აგვისტოდან ვენეციაში მიმდინარეობდა.
სერიალის ახალი სეზონის გამოსვლის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.