GWP აბონენტებს წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილბს
1779467922
ელისეის სასახლეში ჩხრეკა ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქმე ეხება პარიზის პანთეონში სხვადასხვა პირის დაკრძალვის ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ფინანსურ თაღლითობას.
სასამართლო გამოძიება 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო უკანონო სარგებლის მიღების, კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენების საეჭვო ფაქტების გამო.
გამოძიება შეისწავლის პირობებს, რომლითაც ეროვნული ძეგლების ცენტრმა (CMN) სახელმწიფო კონტრაქტები გასცა პანთეონში საზეიმო ღონისძიების ორგანიზებაზე.
სამართალდამცველები დაინტერესდნენ ეროვნული ძეგლების ცენტრის კომპანია Shortcut Events-თან მრავალწლიანი თანამშრომლობით, რომელიც 22 წლის განმავლობაში აწყობდა ღონისძიებებს, ხოლო თითო წვეულება სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით ორი მილიონი ევრო უჯდებოდა.
როგორც მედია წერს, ჩხრეკა პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარდა, რადგან სამართალდამცველების მიერ ელისეის სასახლეში შესვლის პირველი მცდელობა 14 აპრილს იყო. მაშინ ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის 67-ე მუხლზე მიუთითა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციის ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა და ასევე ათავისუფლებს პრეზიდენტს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან ჩვენების მიცემის ვალდებულებისგან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.