ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, ტყეში გაჩენილმა რამდენიმე ხანძარმა დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია, რის გამოც კუნძულზე ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ხანძრის ორი კერიდან ერთი სოფელი ვრისას მიმართულებით გავრცელდა, მეორე კი სანაპირო კურორტ ვატერასკენ, სადაც, სულ მცირე, ორი სახლია დამწვარი.
„ტერიტორიაზე კვლავ ჩანს კვამლის უზარმაზარი ნაკადი. მას თან ახლავს ძლიერი ქარი, რაც სასწრაფო დახმარების სამსახურებს ხანძრის ჩაქრობას ურთულებს“, - წერს მედია.
ხანძრის ჩაქრობას, 19 მანქანით, 81 მეხანძრე-მაშველი, 5 სამოქალაქო ჯგუფი, 9 თვითმფრინავი და 1 შვეულმფრენი ცდილობს. ოფიციალური ინფორმაციით, მუშაობის დროს, ერთი მეხანძრე დაშავდა.
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ
1745697185